Belive

ოფიციალურად: როდნი კლოუსტერი დინამო თბილისის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისმა" ვიქტორ მონხილის შემდეგ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. 23 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი როდნი კლოუსტერი ამიერიდან დედაქალაქელთა რიგებში ითამაშებს. ამპლუით მარჯვენა მცველმა "დინამო თბილისთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა, თუმცა მხარეებს ხელშეკრულების კიდევ 2 სეზონით გახანგძლივების შესაძლებლობა ექნებათ. როდნი კლოუსტერს სხვადასხვა დროს "დორდრეხტის", "ტრენჩინის", "ეინდჰოვენის", "ბოტევისა" და "ინტერ ტურკუს" რიგებში უთამაშია. თბილისელთა ახალწვეულმა 2 ნომრიანი მაისური აირჩია.

📣🇳🇱 დინამო თბილისში ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგელი - როდნი კლოუსტერი ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან...Posted by FC Dinamo Tbilisi on შაბათი, 05 სექტემბერი, 2020

სხვა სტატიები