Belive

ოფიციალურად: რომა €591 მილიონად გაიყიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური საფეხბურთო კლუბი, "რომა", ამერიკულმა კომპანიამ, Friedkin Group-მა €591 მილიონად შეიძინა. "მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ კომპანია The Friedkin Group-თან მოლაპარაკებები წარმტებით დასრულდა. დღეს კონტრაქტს ხელი მოეწერა, მომდევნო დღეებში კი ფორმალური და იურიდიული საკითხების მოგვარებას დავუთმობთ," განაცხადა გუნდის ყოფილმა მფლობელმა, 62 წლის ჯეიმს პალოტამ. გასული თვის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რომას" ქუვეითური Fahad Al-Baker შეიძენდა, თუმცა პალოტას განცხადებით, The Friedkin Group-ის ხელმძღვანელობამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკება მათ სასარგებლოდ დასრულებულიყო. "The Friedkin Group-ის თითოეული წევრი დიდ სიხარულს გამოთქვამს, რომ ამ ლეგენდარული ქალაქისა და კლუბის ნაწილი გახდა. მოუთმენლად ველოდებით იმ დღეს, როდესაც "რომას" ოჯახის წევრები გავხდებით," აღნიშნა Friedkin Group-ის ხელმძღვანელმა, დენ ფრიდკინმა. ჯერჯერობით გუნდის ახალ ხელმძღვანელს საკუთარი გეგმების შესახებ არ უსაუბრია. ცნობილია, რომ ჯეიმს პალოტას მთავარი მიზანი ახალი სტადიონის აშენება იყო, რაც მისი პრეზიდენტობის დროს ვერ მოხერხდა: "სტადიო ოლიმპიკოზე" როგორც "რომა", ასევე გუნდის მთავარი მეტოქე, "ლაციო" თამაშობენ. სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების ნაწილი სწორედ სტადიონის მშენებლობასაც შეეხებოდა.

სხვა სტატიები