Belive

ოფიციალურად: რომა მწვრთნელის გარეშე დარჩა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეუსებიო დი ფრანცესკო "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, 49 წლის სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" გამოვარდნა აღარ აპატიეს. უნდა ითქვას, რომ დი ფრანცესკოს "რომა" წელს კარგად ვერც შიდა ჩემპიონატებში გამოიყურებოდა. ცნობისთვის, ეუსებიო რომაულ გუნდში 2017 წლის ზაფხულში მივიდა. იტალიელს, სავარაუდოდ, კლაუდიო რანიერი ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები