23 წლის ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა – რონალდ არაუხომ, “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევრო იქნება.
📝 ¡@RonaldAraujo_4 renueva con el Barça!
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) April 26, 2022
რონალდ არაუხო “ბარსელონაში” 2018 წლიდან ირიცხება. იგი ესპანურ კლუბში ურუგვაული “ბოსტონ რივერიდან” გადავიდა. არაუხო, 2018 წელს “ბარსელონა B”-ს შემადგენლობაში თამაშობდა, 2019 წლიდან კი ძირითად კლუბში გადმოიყვანეს. მას 2019 წლიდან დღემდე კატალონიურ კლუბში 59 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 6-ჯერ გამოიჩინა.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის – ჩავის განცხადებით, რონალდ არაუხო ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლისაც ყველაზე მეტად ეიმედება.