Belive

ოფიციალურად: რუნი ინგლისური გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეინ რუნი მოთამაშისა და მწვრთნელის ფუნქციებს ერთად მოირგებს. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი 2020 წლის იანვარში "დი სი იუნაიტედს" დატოვებს და "დერბიში" გადავა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ცენტრ-ფორვარდი MLS-ში წინა ზაფხულს "ევერტონიდან" გადაბარგდა. დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ რუნის სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურდა. ასე და ამგვარად, "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ჩემპიონშიფის გუნდის სამწვრთნელო შტაბში შევა. უეინ რუნის "დი სი იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 25 ბურთი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები