Belive

ოფიციალურად: სანდოხაძე ლოკომოტივის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "ლოკომოტივთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ცენტრალური მცველი გია ჭიაბრიშვილის გუნდში "დინამო თბილისიდან" იყო განათხოვრებული. იჯარის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა "ლოკომოტივმა" სანდოხაძის შენარჩუნება და მასთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

▶ დღეიდან, ნიკა სანდოხაძე თბილისის ლოკომოტივის სრულფასოვანი წევრია 🥳⚽✅ ▶ 26 წლის ცენტრალურმა მცველმა, ჩვენს კლუბთან...Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 16 დეკემბერი, 2020

სხვა სტატიები