ოფიციალურად: საქართველო – ბელარუსი გადაიდო

დღეს გამართულ UEFA-ს ვიდეო-კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი ზუსტად 1 წლით გადაიდო.

ცნობილი გახდა 26 მარტს “დინამო არენაზე”, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი შეხვედრის ბედიც – დაპირისპირება მოგვიანებით ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ და ლევან კობიაშვილმა დაადასტურეს.

ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გაიმართება გადადებული მატჩი. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია წერს, რომ მარტის პლეი-ოფები ივნისში ჩატარდება.

(84)

ოფიციალურად: საქართველო – ბელარუსი გადაიდო

სტატიის ავტორი
-