Belive

ოფიციალურად: საქართველო-ბელარუსი კვლავ გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა - ივნისის თვეში გასამართი ყველა სანაკრებო შეხვედრა გადადებულია. ამრიგად, 4 ივნისს დაგეგმილი ერთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის კიდევ ერთხელ გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია როდის ჩატარდება D დივიზიონის შეხვედრები, მაგრამ სავარაუდო პერიოდად სექტემბრის პირველი კვირა განიხილება. თავდაპირველად, ისტორიული მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მთელს მაოფლიოში სპორტული ღონისძებები შეჩერდა.

სხვა სტატიები