Belive

ოფიციალურად: საქართველო - კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სექტემბრის თვეში, ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საშინაო კედლებში გასამართ შეხვედრას მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში გართულებული კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობის ფონზე მიიღეს. “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ. კოსოვოს წინააღმდეგ მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები