ოფიციალურად: საქართველო უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა – საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

წყარო: gff.ge

(77)

ოფიციალურად: საქართველო უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

სტატიის ავტორი
-