Belive

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეროვნული გუნდი 2021 წელს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მეტოქის არენაზე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. "ჩვენთის ყველა სანაკრებო პაუზის გამოყენება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ეროვნულმა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა ჩაატაროს და მწვრთნელმა ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის შანსი. მოგეხსენებათ, რომ ბულგარეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ამხანაგურ თამაშს კი, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელების სანახავად გამოიყენებს რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში ნაკლები დრო მიეცემათ", - თქვა სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა. საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი, სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 2021 წელს საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა, რუმინეთთან - 2:1 და ნიდერლანდებთან - 0:3. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ ტურში ეროვნულმა გუნდმა 1 ქულა მოიპოვა (საბერძნეთთან სტუმრად - 1:1), ესპანეთთან (1:2) და შვედეთთან (0:1) კი დამარცხდა. წყარო: სფფ

სხვა სტატიები