Belive

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორში უმასპინძლებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება გორში გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. აღნიშნული მატჩი 2021 წელს საქართველოს ეროვნული გუნდისთვის ბოლო იქნება და იგი 15 ნოემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. იქამდე, "ჯვაროსნებს" მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალური შეხვედრა ელით - 11 ნოემბერს, ბათუმში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ.

სხვა სტატიები