Belive

ოფიციალურად: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Konami-სთან შეთანხმებას მიაღწია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ძალიან კარგი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ Konami-სთან ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის ვიდეოთამაშში, PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო სიმულატორების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ჯვაროსნები" თამაშში ოფიციალური სახით არიან წარმოდგენილები. "მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ," - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.  

სხვა სტატიები