პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი 26 წლის ფეხბურთელი – ნელსონ სემედუ კარიერას პრემიერ ლიგაში გადავიდა.
მისი ახალი კლუბი “ვულვზია”. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა კატალონიური კლუბის ოფიციალურმა “Twitter” გვერდმა. “ვულვზმა” პორტუგალიელი მცველის სანაცვლოდ 36.8 მილიონი გადაიხადა.
❗ Agreement with @Wolves for the transfer of @_nelsonsemedo_
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 23, 2020
ნელსონ სემედუ “ბარსელონაში” 2017 წლიდან ირიცხება. მას ჯამში 124 მატჩი ჩაატარა ესპანურ გრანდში, სადაც თავი გოლით 2-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით კი 11-ჯერ გამოიჩინა.