ოფიციალურად: სექტემბრის სანაკრებო მატჩებს მაყურებელი ვერ დაესწრება

19 აგვისტოს, უეფა-ს მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული მმართველი ორგანოს 55 წევრი ფედერაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდე ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.

ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი – ერთა ლიგის გათამაშება

5 სექტემბერი – ესტონეთი – საქართველო

8 სექტემბერი – საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

21-წლამდე ნაკრების სექტემბრის კალენდარი  – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

4 სექტემბერი – საქართველო – საფრანგეთი

8 სექტემბერი – ლიხტენშტაინი – საქართველო

რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, აღნიშნულის შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში მორიგ ვიდეო კონფერენციაზე მიიღებს.

პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი  სუპერთასია. უეფას სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს შედგება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

(71)

ოფიციალურად: სექტემბრის სანაკრებო მატჩებს მაყურებელი ვერ დაესწრება

სტატიის ავტორი
-