Belive

ოფიციალურად: სერია ა 13 ივნისს განახლდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სერია ა 13 ივნისს განახლდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სერია ა-ს წარმომადგენლები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იტალიის ელიტური საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები 13 ივნისიდან განახლდება. 28 მაისს იტალიის სპორტის მინისტრთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ოფიციალური განცხადება გაკეთდება. შეგახსენებთ, სერია ა-ს ეგიდით გამართულ უკანასკნელ მატჩში "სასუოლომ" "ბრეშას" 3 უპასუხო გოლი გაუტანა - დაპირისპირება 9 მარტს შედგა.

სხვა სტატიები