Belive

ოფიციალურად: სერხიო რამოსი პსჟ-ს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი, ლეგენდარული - სერხიო რამოსი, "პსჟ"-ში გადავიდა. სერხიო რამოსმა ფრანგულ გრანდთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ინფრომაცია თავად "პსჟ"-მ დაადასტურა.

"ძალიან ბედნიერი ვარ საფრანგეთში გადმოსვლით, "პსჟ" ერთ-ერთი გრანდია და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ამ კლუბში ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და ვმეგობრობ, აქ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც არიან ფეხბურთის მომავალი და აწ უკვე ვარსკვლავები. "პსჟ" არის კლუბი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დიდი აღმასვლა დაიწყო და მე მოვედი აქ იმისთვის, რომ მათ დავეხმარო ტიტულების მოგებაში". - სერხიო რამოსი
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები რამოსს 1-წლიან კონტრაქტს + ხელფასის 10%-ით შემცირებას სთავაზობდნენ, თავად ფეხბურთელი კი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა. მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ლეგენდამ “რეალი” დატოვა.

სხვა სტატიები