Belive

ოფიციალურად: სევილია სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სევილია იმ რამდენიმე გუნდს შეუერთდა, რომელმაც სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიუნხენის ბაიერნის, დორტმუნდის ბორუსიას, პარი სენ-ჟერმენის, პორტოს, ლაიფციგისა და ახლა უკვე სევილიას ხელმძღვანელები, ახალ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ესპანურმა კლუბმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ვეხმაურებით რამდენიმე კლუბის მიერ შექმნილი კერძო ტურნირის საკითხს. სევილიას ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ტურნირში, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ პარამეტრებზეა დამყარებული და რომელიც უეფა-ს ზურგს უკან მოქმედებს - ორგანიზაციის, რომელიც კონტინენტზე არსებულ საფეხბურთო ასოციაციებს აერთიანებს. ტურნირი, რომელში მონაწილეობაც არჩევითობის პრინციპით ხდება, სპორტის იდეას ეწინააღმდეგება. მასში არ არის გათვალისწინებული შეჯიბრის პრინციპი და ეწინააღმდეგება ჩვენს მამოძრავებელ სლოგანს: "არასოდეს დანებდე." უფრო მეტიც, სუპერ ლიგა შეიქმნა იმისთვის, რომ კლუბების მფლობელებმა ეგოისტური ინტერესები დაიკმაყოფილონ და მეტი სიმდიდრე ნახონ. საუბარია კლუბებზე, რომლებსაც ისედაც სხვებზე დიდი ბიუჯეტი აქვთ. ეს სუპერ ლიგის მიღმა დარჩენილ კლუბებს და ზოგადად, ფეხბურთს გააღარიბებს. პარალელურად, დარტყმას მიიღებენ ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრები, რომლებიც სპორტის მთავარი არსის გარეშე რჩებიან: მიიღონ სიამოვნება საკუთარი გუნდის თამაშით და თვალყური ადევნონ, თუ როგორ იბრძვიან ისინი საკუთარი მიზნებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

 

სხვა სტატიები