Belive

ოფიციალურად: შობოშლაი ლაიფციგის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დომინიკ შობოშლაი კარიერას "ლაიფციგში" გააგრძელებს - ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. ახალგაზრდა უნგრელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის გუნდს 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. აქვე გეტყვით, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა 1 იანვარს გაიხსნება, შობოშლაი კი "ლაიფციგს" სწორედ ახალი წლიდან შეუერთდება. როგორც ცნობილია, დომინიკმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ 20 წლის მარჯვენა ნახევარმცველის შეძენით სერიოზულად იყო დაინტერესებული "არსენალი", თუმცა ტრანსფერი არტეტას გუნდში არ შედგა. შობოშლაი "ზალცბურგის" ლიდერად გასული 2 სეზონის განმავლობაში ჩამოყალიბდა. უნგრელმა ფეხბურთელმა ავსტრიელთა რიგებში ჩატარებულ 82 მატჩში 26 გოლსა და 34 ასისტს მოუყარა თავი.

სხვა სტატიები