Belive

ოფიციალურად: შონემ კარიერა იტალიაში გააგრძელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი, ლასე შონე კარიერას "ჯენოაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილია, რომ "ჯენოას" დანიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა. შონემ გენუურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გააფორმა. 33 წლის ფეხბურთელი იტალიაში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ლასე შონე "აიაქსში" 2012 წლიდან თამაშობდა, რა დროშოც ჰოლანდიელთა მაისური 286-ჯერ მოირგო. დანიელის ანგარიშზე 64 გოლი და 52 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები