Belive

ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალის მთავარი მწვრთნელია!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანულ და ქართულ მედიაში გავრცელდა, ოფიციალურად დადასტურდა - შოთა არველაძე "ჰალ სიტის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან 2-წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.  

"ჰალის" ვებ-გვერდზე, საქართველოს ნაკრების ლეგენდის საფეხბურთო და სამწვრთნელო მიღწევებთან ერთად, მისი კომენტარიც იყო გამოქვეყნებული.
"ძალიან მოტივირებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ, თუ რა შეუძლია ამ კლუბს. "ჰალში" ტალანტი, გამოცდილება, ხარისხი და შემოქმედითობა ერთადაა თავმოყრილი. მე სანახაობრივი ფეხბურთის მომხრე ვარ - როდესაც ქომაგს მოედანზე მოსვლა და ფეხბურთის ყურება სიამოვნებას ანიჭებს. სასიამოვნოა ის, რომ მომდევნო მატჩი "სუონსისთან" მალე გაიმართება, ქომაგებთან შეხვედრას ინტერესით ველოდები. <span;>ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას და შემტევი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით, მთავარი მიზანი კი თითოულ თამაშში 3 ქულის მოპოვება იქნება. აუცილებელია, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაუჭიროს საყვარელ კლუბს. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათი ყურება ერთი სიამოვნება იქნება. მოდით, ერთად შევძლოთ, ერთად", - თქვა 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა.
 

სხვა სტატიები