ოფიციალურად – შტუტგარტი ბუნდესლიგაში დაბრუნდა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბუნდესლიგა 2-ის ბოლო ტური და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა ვინც ბუნდესლიგის პირველ დივიზონში გადავა.

ერთ-ერთი გერმანული ტრადიციული კლუბი “შტუტგარტი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა.

პელეგრინო მატარაცოს გუნდი გათამაშებაში მე-2 ადგილზე 58 ქულით გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ “შტუტგარტი” ბოლო ტურში 1:3 “დარმშტადთან” დამარცხდა, მაინც შეძლო და სასურველ შედეგს მიაღწია.

მომდევნო სეზონში “შტუტგარტთან” ერთად ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე გასული “არმინია ბილეფელდს” ვიხილავთ.

(13)

ოფიციალურად – შტუტგარტი ბუნდესლიგაში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-