Belive

ოფიციალურად: შურლემ კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გერმანელმა ფეხბურთელმა ანდრე შურლემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
"მოგესალმებით! მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალურ კარიერას ვასრულებ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ფენომენალური წლების მონაწილე იყო. იმ მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომელსაც თქვენ ჩემთან ერთად იზიარებდით, იყო დაუვიწყარი. ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე მე ოდესმე მოვითხოვდი. ახლა მზად ვარ ყველა იმ ლამაზი შესაძლებლობისთვის, რომელიც წინ მელის. ანდრე," - წერს გერმანელი.
ანდრე შურლემ პროფესიონალური კარიერა "მაინცში" დაიწყო, საიდანაც ის "ლევერკუზენში" აღმოჩნდა. გერმანელი ვინგერი 2013 წელს "ჩელსიმ" შეიძინა 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ, 2 სეზონის შემდეგ კი ანდრე "ვოლფსბურგში" გადაბარგდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2016 წლის ზაფხულში "დორტმუნდმა" შურლე 30 მილიონად დაიმატა, რის შემდეგაც ფეხბურთელის რეგრესი დაიწყო. 29 წლის გერმანელი ჯერ "ფულემში" გაანათხოვრეს, კარიერის ბოლოს კი მოსკოვის "სპარტაკში". ანდრე შურლემ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 57 მატჩში 22 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე 420 თამაშში მან თავი 110-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება ტიტულებს, შურლეს მთავარი მიღწევა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. გერმანელს "ჩელსისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონატი და ლიგის თასი აქვს მოგებული, სამშობლოში კი გერმანიის თასი და სუპერთასი.  

სხვა სტატიები