Belive

ოფიციალურად: შვეიცარიას საქართველოსთან ბუნდესლიგის ფეხბურთელი დააკლდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შინ, შვეიცარიასთან ჩაატარებს. როგორც ცნობილი გახდა, შვეიცარიელებს შაჩირისა და სეფეროვიჩის შემდეგ, კიდევ ერთი ფეხბურთელი, ადმირ მეჰმედი დააკლდათ. გერმანული "ვოლფსბურგის" 28 წლის თავდამსხმელი შეუძლოდ გახდა და თავის ნაკრებს საქართველოში ვერ გამოყვა. საქართველოსა და შვეიცარიას შორის მატჩი შაბათს 6 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.  

სხვა სტატიები