Belive

ოფიციალურად: შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ცნობილი გახდა, შვეიცარიის მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. შვეიცარიის ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება იმ პირობით, თუ ამ თარიღამდე ქვეყანაში Covid 19-ის გამო სიტუაცია არ გაუარესდება. განახლებული შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა, გულშემატკივრის გარეშე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ლუცერნში" საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი - ოთარ კაკაბაძე თამაშობს.

სხვა სტატიები