Belive

ოფიციალურად - სილესენი ნაიმეგენში დაბრუნდა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, იასპერ სილესენის კარიერა "ნაიმეგენში" გაგრძელდება. გულშემატკივართა უმრავლესობას ნიდერლანდელი კიპერის ხილვა ამსტერდამის "აიაქსში" სურდა, თუმცა, სილესენმა "ნაიმეგენთან" გააფორმა კონტრაქტი. ნიდერლანდური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კიპერმა "ნაიმეგენთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, სილესენის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ, რომ "ნაიმეგენში" დაიწყო. სილესენისათვის ყველაზე წარმატებული ამსტერდამულ გრანდში გატარებული პერიოდია. 2011-16 წლებში, კიპერმა "აიაქსის" კარი 101 შეხვედრაში დაიცვა, რის შემდეგაც კატალონიური გრანდის ყურადღება მიიპყრო. იასპერს "ბარსელონაში" სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ჰქონია და 3 წლის განამვლობაში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" მაისური მოირგო. "ღამურების" რიგებში სილესენმა 51 მატჩი ჩაატარა, თუმცა 2021/22 წლების სეზონში, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა - სილესენი არც გატუზოს გეგმებში შედიოდა და საბოლოოდ მშობლიურ "ნაიმეგენს" დაუბრუნდა.

სხვა სტატიები