Belive

ოფიციალურად: სიტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოიხსნას!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"უეფა"-ს ფინანსური გამოძიების უფროსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მანჩესტერ სიტი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთოს 60 მილიონი ევროს გადასახადის დამალვისათვის. გავლენიანმა გამოცემებმა ("THE TIMES"; "TELEGRAPH" და სხვ.), პირველად ერთი თვის წინ გაიგეს იმის შესახებ, რომ ევროპული ფეხბურთის მთავრობა პრემიერლიგის გუნდზე გამოძიებას ატარებდა, ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო. "უეფა"-ს ფინანსური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და ასევე მთავარმა გამომძიებელმა ივ ლეტერმმა, დაადასტურა რომ "სიტი" შესაძლოა ყველაზე მძიმედ დაისაჯოს, თუ გამოძიება აღნიშნულ დარღვევებს დაადასტურებს. "უეფა"-ს ხელში ჩაუვარდა 2015 წლის ფაილები, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი კლუბისთვის 60 მილიონი ევრო გადარიცხული იყო მანჩესტერული კლუბის მილიარდერი არაბი მფლობელების მიერ და ის დეკლარირებული იყო, როგორც სასპონსორო თანხა. "თუ ეს სიმართლეა, რაც ამ დოკუმენტებში წერია, ეს შესაძლოა სერიოზული პრობლემა გახდეს. ამან შესაძლოა ძალიან მძიმე სასჯელამდეც კი მიგვიყვანოს: კლუბის ევროპული შეჯიბრებიდან მოხსნამდე", - განაცხადა ივ ლეტერმმა გერმანულ გაზეთ "DER SPIEGEL"-თან საუბარში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და "მანჩესტერ სიტის" აღნიშნულ საკითხზე ოფიცილაური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

სხვა სტატიები