Belive

ოფიციალურად: სოლსკიაერი მანჩესტერში 3 წლით რჩება

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი 3 წლის განმავლობაში იქნება - ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ, გუნდმა გაცილებით უკეთესი ხარისხის ფეხბურთის თამაში დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ სოლსკიაერმა ეს პოსტი დაიმსახურა კიდეც. ნორვეგიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 1996-2007 წლებში თამაშობდა. მან წითლების შემადგენლობაში 366 მატჩი ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. 2018 წლის 19 დეკემბერს იგი გუნდის დროებით მწვრთნელად დაინიშნა და მას შემდეგ ჩატარებულ 19 მატჩში 14 გამარჯვება მოიპოვა - დროის ამ მონაკვეთში, "მანჩესტერს" პრემიერ ლიგაში ყველა გუნდზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული. “აქ მოსვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ განსაკუთრებულ ადგილას ვიყავი. ჩემთვის დიდი პატივი იყო "მანჩესტერის" მაისურით თამაში და სამწვრთნელო კარიერის სწორედ ამ ადგილას დაწყება. გასულ რამდენიმე თვეში საოცარი გამოცდილება მივიღე და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ასისტენტებს, მოთამაშეებსა და თითოეულ თანამშრომელს. ეს არის სამუშაო, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ძალიან მიხარია, რომ მომეცა შანსი, გუნდს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ვუხელმძღვანელო. იმედი მაქვს, რომ ჩვენს საოცარ გულშემატკივარს არაერთი წარმატებით გავახარებთ," აღნიშნა სოლსკიაერმა. სოლსკიაერთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმაც გააკეთა: "სოლსკიაერმა ჩვენი იმედები მთლიანად გაამართლა. სასურველი შედეგების გარდა, სოლსკიაერმა გუნდში სხვანაირი ატმოსფერო შექმნა: იგი ფეხბურთელებს გუნდის კულტურის ღრმად გააზრებაში ეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედს" იდეალურად შეესაბამება," განაცხადა მან.    

სხვა სტატიები