Belive

ოფიციალურად: სომხეთი-საქართველოს მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ნეიტრალურ არენაზე ჩაატარებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩები ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. ამრიგად, სომხეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება და ის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და ამატებს, რომ უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

სხვა სტატიები