Belive

ოფიციალურად: სტეფანო პიოლიმ მილანთან კონტრაქტი გაახანგძლივა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანს" კვლავ სტეფანო პიოლი გაწვრთნის - იტალიელმა სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას მილანელები ოფიციალურად ადასტურებენ. შეგახსებთ, რომ პიოლი "მილანს" სათავეში გასული წლის ოქტომბერს ჩაუდგა. ცოტა ხნის წინ სტეფანოს ჩანაცვლება რალფ რანგნიკით იგეგმებოდა, თუმცა "როსონერის" ბოლოდროინდელი კარგი თამაშის გამო ხელმძღვანელობამ მწვრთნელის გათავისუფლება გადაიფიქრა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ "მილანმა" სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა.

სხვა სტატიები