Belive

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი ასტონ ვილას მწვრთნელია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"რეინეჯერსიდან" წასვლიშ შემდეგ, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი - სტივენ ჯერარდი, პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და "ასტონ ვილას" გაწვრთნის. სტივენ ჯერარდი შოტლანდიური კლუბიდან დაითხოვეს, მიზეზი კი ის იყო, რომ მისი კლუბი ზედიზედ 5-ჯერ დამარცხდა.

სტივენ ჯერარდი შოტლანდიური გრანდის მწვრთნელი 2018 წლიდან იყო, გასულ სეზონში კი მან შოტლანდიის პრემიერ ლიგის ტიტულიც მოიგო. "ასტონ ვილასთვის" კი ინგლისელი თავკაცი დიდი დროის განმავლობაში მთავარი სამიზნე იყო. სტივენ ჯერარდს ანდეს "ასტონ ვილას" ბედი, რადგან ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგაში მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. მისი დებიუტი 20 ნოემბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ შედგება. 11 დეკემბერს კი ყოფილი ლივერპულელი "ენფილდზე" ჩავა და კლუბს "ლივერპულის" წინააღმდეგ ათამაშებს.
,,ასტონ ვილა არის კლუბი, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია და თამაშობს ისეთ ინგლისურ ფეხბურთს, რომელსაც მე უზომოდ დიდ პატივს ვცემ. ვამაყობ, რომ გავხდი ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, მათი გეგმები ძალიან ამბიციურია და მოუთმენლად ველი, რადგან კლუბს დავეხმარო წარმატების მიღწევაში. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო გლაზგოს "რეინჯერსის" მიმართ, რადგან მომეცა შანსი ასეთი ისტორიული კლუბის გაწვრთნისა, როგორიცაა "რეინჯერსი". მე მათ დავეხმარე ისტორიული 55-ე ტიტულის მოპოვებაში და ეს მოგონება ყოველთვის დიდ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში". - სტივენ ჯერარდი.
 

სხვა სტატიები