Belive

ოფიციალურად: ტაბიძემ უფასთან კონტრაქტი გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯიმი ტაბიძემ რუსული "უფა" დატოვა - ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. განცხადების მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. აქვე გეტყვით, რომ ტაბიძე "ურალში" 2017 წლიდან თამაშობდა. მან ეკატერინბურგის გუნდის რიგებში 90 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ქართველი ცენტრალური მცველი მოედანზე ბოლოს 16 მაისს გავიდა. მუხლის ოპერაციის გამო, ჯიმი თამაშს ჯერ ვერ ახერხებს. საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტია.

სხვა სტატიები