Belive

ოფიციალურად: ტელეში მანჩესტერის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ძალიან გააქტიურდა. ინგლისელებმა ერთდროულად 2 ახალწვეული წარადგინეს. ედინსონ კავანის შემდეგ, "იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექს ტელეში ამიერიდან "წითელი ეშმაკების" რიგებში ითამაშებს.

მანჩესტერელებმა პორტუგალიელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. ტელეშმა "იუნაიტედთან" 4+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წლის ზაფხულში ალექსს "პორტუსთან" კონტრაქტი ეწურებოდა, მისი გაყიდვა გუნდს შედარებით მცირე ფასში მოუწია. ტელეშმა "პორტუს" მაისურით ჩატარებულ 195 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 57 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები