Belive

ოფიციალურად: თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი გახდა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა - საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელი გახდა. კონტრაქტის მიხედვით, თემურ ქეცბაიამ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უნდა უხელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის მიხედვით ექნება შესაძლებლობა, სხვა კლუბის ან ნაკრების დაინტერესების შემთხვევაში, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა შეაჩეროს. 52 წლის თემურ ქეცბაიამ 2019 წელს “ანორთოსისში” დაბრუნების შემდეგ, სამ წელიწადში კვიპროსის თასის მოგება მოახერხა და პირველ სეზონში გუნდი თანაბარი ქულებით პირველ პოზიციაზეც გაიყვანა, თუმცა ჩემპიონად “ომონია” გამოაცხადეს.

სხვა სტატიები