Belive

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა ლივერპულის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ნახევარმცველმა – ტიაგო ალკანტარამ, “ბაიერნი” დატოვა და "ლივერპულში" გადავიდა. ესპანელი ფეხბურთელი ახალ კლუბში რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს. "ლივერპულმა" 29 წლის ესპანელი £25 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. მან პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება. ტიაგო ალკანტარა "ბაიერნში" 2013 წელს ჩაირიცხა, სადაც 235 მატჩი ჩაატარა, თავი 31-ჯერ გოლით, ხოლო 37-ჯერ საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვა სტატიები