Belive

ოფიციალურად: ტოტენჰემს სეზონის ბოლომდე 29 წლის თავკაცი ჩაიბარებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის "ტოტენჰემს" სეზონის დასრულების შემდეგ ახალი მწვრთნელი ეყოლება. ახალი თავკაცის ვინაობა კი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ის რაიან მეისონი იქნება, რომელიც 29 წლის არის.

რაიან მეისონს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს და "ტოტენჰემი" მისთვის პირველი კლუბი იქნება. რაიან მეისონმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ლონდონის "ტოტენჰემში", 2008 წელს დაიწყო. პოზიციით ნახევარმცველი 2008 წლიდან 2016 წლამდე ლონდონურ კლუბში თამაშობდა. 2016 წელს მეისონი "ჰალ სიტიში" გადავიდა, სადაც 2017 წლის 22 იანვარს ლონდონის "ჩელსისთან" თამაშისას, თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 19 აპრილს გაათავისუფლეს. ლონდონური კლუბი პორტუგალიელ სპეციალისტს არასახარბიელო შედეგების ფონზე დაემშვიდობა. მოურინიოსთან ერთად, გუნდს სამწვრთნელო შტაბიც ტოვებს – ჟოაუ საკრამენტუ, ნუნო სანტოსი, კარლოს ლალინი და ჯოვანი კერა.

სხვა სტატიები