Belive

ოფიციალურად: ტოტენჰემი გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" 34 წლის ესპანელმა ცენტრ ფორვარდმა - ფერნანდო ლორენტემ დატოვა. ფერნანდო ლორენტე ლონდონურ კლუბს 2017 წლის ზაფხულში "სუონსიდან" შეუერთდა. მან ტოტენჰემის რიგებში 66 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 13 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ჯამში კი 2.232 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/4 ფინალურ ეტაპზე, "ტოტენჰემი" სწორედ ლორენტეს მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლით გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

სხვა სტატიები