Belive

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ნუნო ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - "ტოტენჰემმა" ნუნო ეშპირიტუ სანტუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. პორტუგალიელი სპეციალისტია დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გუნდის ცუდი სათამაშო ფორმა და შედეგებია. საბოლოოდ, "დეზების" ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედთან" - 0:3 მარცხის შემდეგ მიიღო.
"მე ვიცი, რამდენად სურდათ ნუნოს და მის სამწვრთნელო შტაბს წარმატების მიღწევა და ვწუხვარ, რომ მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ნუნო ნამდვილი ჯენტლმენია და აქ ყოველთვის სიამოვნებით მიიღებენ. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას და მის სამწვრთნელო შტაბს და წარმატებები ვუსურვოთ მათ მომავალში", - აცხადებს ლონდონელთა სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი.
"ტოტენჰემის" განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი მალე ახალ სამწვრთნელო შტაბსაც წარუდგენს საზოგადოებას. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ტოტენჰემის" შემდეგი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე იქნება.  

სხვა სტატიები