Belive

ოფიციალურად - ცნობილია თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს ლეო მესი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა, ლიონელ მესიმ "ბილბაოს" წინააღმდეგ მატჩში იუხეშა და, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არგენტინელ ფეხბურთელს 2-12 შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა. ახლა კი, ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტის პრეზიდენტმა, კარმენ პერესმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ლა პულგას" მხოლოდ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ექნება.

შესაბამისად, არგენტინელი ფეხბურთელი "ბარსას" დახმარებას "კორნელიასა" და "ელჩეს" წინააღმდეგ ვერ შეძლებს.

სხვა სტატიები