Belive

ოფიციალურად: UEFA-მ დინამო თბილისის საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ეთიკისა და დისციპლინის ორგანომ “გაბალასთან” საპასუხო მატჩის დროს “დინამო თბილისის” გულშემატკივარის მიერ გამოფენილი ბანერის, ასევე გულშემატკივარის  გამო, ქართული კლუბი, 50 000 ევროთი დააჯარიმა. ამასთან ერთად, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩაივლის. UEFA-ს გადაწყვეტილებით, “დინამო თბილისს” ასევე დაევალა, რომ თამაშის მიმდინარეობისას 1-ელ, მე-2 და მე-18 სექციებში გამოფინოს ბანერი წარწერით #EqualGame. "დინამო თბილისის" წარმომადგენლებმა UEFA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, "დინამო თბილისი" - "ფეიენორდის" მატჩი ქართველი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, მატჩს "ფეიენორდის" ჰოლანდიელი გულშემატკივრები დაესწრებიან. ცნობილია, რომ "დინამო არენაზე" დასწრებას 160-ზე მეტი ჰოლანდიელი გულშემატკივარი გეგმავს.  

სხვა სტატიები