Belive

ოფიციალურად: UEFA-მ სერხიო რამოსს განაჩენი გამოუტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 28 თებერვალს, UEFA-მ გადაწყვეტილება მიიღო, სერხიო რამოსის დასჯის თაობაზე. UEFA-მ სერხიო რამოსს 2 მატჩიანი ბანი, ''აიაქსთან'' ძალით მიღებული ყვითელი ბარათის გამო დაადო. კაპიტანს ''აიაქსთან'' განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, კიდევ ერთ თამაშში ვერ მიიღებს მონაწილეობას.  შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" "აიაქსი" ჰოლანდიაში 1:2 დაამარცხა. ამ წყვილს შორის, 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე 6 მარტს შედგება.

სხვა სტატიები