Belive

ოფიციალურად: უეფა სუპერ ლიგის გუნდებს დასჯის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სუპერ ლიგის ისტორია ჩანასახშივე დასასრულს მიუახლოვდა - საფეხბურთო ასოციაციების, გულშემატკივრებისა და ფეხბურთში მოღვაწე სხვადასხვა მხარეების მძაფრი კრიტიკისა და დაპირისპირების ფონზე, ევროპის წამყვანმა კლუბებმა ელიტური ტურნირის გამართვაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უეფა-მ მის წინააღმდეგ მოქმედი გუნდების დასჯა გადაწყვიტა: არსენალი, მილანი, ჩელსი, ატლეტიკო, ინტერი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში, შემოსავლის 5%-ს ვერ მიიღებენ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი გუნდები მომავალში კვლავ გადაწყვეტენ უეფა-ს მიერ არაავტორიზებულ ტურნირში მონაწილეობას, ისინი 100 მილიონი ევროთი დაჯარიმდებიან. რაც შეეხება ბარსელონას, მადრიდის რეალსა და იუვენტუსს: ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სადამსჯელო ღონისძიებას გაატარებს უეფა მათ წინააღმდეგ. ამ გუნდებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არც გაუკეთებიათ.
"უეფა იტოვებს უფლებას, განახორციელოს ნებისმიერი ტიპის ქმედება იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც ე.წ. "სუპერ ლიგაზე" უარი ჯერ არ განუცხადებიათ", - ვკითხულობთ უეფა-ს განცხადებაში.

სხვა სტატიები