Belive

ოფიციალურად: უკრაინისა და ბელარუსის გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ არ ითამაშებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილებით, უკრაინისა და ბელარუსის გუნდები ევროტურნირების წილისყრის დროს ერთმანეთს დაშორდებიან და პირისპირ ვეღარ ითამაშებენ. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის აგრესიის გამო მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბებს 2022/23 წლების სეზონის ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება არ აქვთ. 2014 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ, UEFA-მ წილისყრის დროს, უკრაინული და რუსული გუნდების ერთმანეთისგან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. გარდა ამისა, ბელარუსის წარმომადგენელს საშინაო მატჩების ჩატარება ნეიტრალურ სტადიონზე, სხვა ქვეყანაში მოუწევთ.

სხვა სტატიები