Belive

ოფიციალურად: უნაი ემერი არსენალის მწვრთნელი აღარ არის! 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უნაი ემერი "არსენალის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ესპანელ სპეციალისტს ისტორიაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასაწყისი არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერლიგაში არასტაბილური გამოსვლის, მერვე ადგილზე ყოფნის და ბოლო 27 წელიწადში ყველაზე ცუდი სათამაშო ფორმის შემდეგ, "სევილიასა" და "პსჟ-ს" ყოფილი თავკაცის საქმეში ბოლო წვეთი ევროპის ლიგაში, ფრანკფურტის "აინტრახტთან" (1:2) მარცხი გამოდგა. 48 წლის ემერი "მეთოფეების" მეთაურად 18 თვის განმავლობაში მუშაობდა, პრემიერლიგის წინა გათამაშებაში მეექვსე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ფინალი წააგო (ჩელსისთან 1:4). უკვე ცნობილია, რომ დროებითი მწვრთნელის მოვალეობებს კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ფრედი ლიუნგბერგი შეასრულებს.

სხვა სტატიები