Belive

ოფიციალურად: უნაი ემერი ლა ლიგას დაუბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი - უნაი ემერი, კვლავ ლა ლიგას დაუბრუნდა. წყაროს მტკიცებით, უნაი ემერიმ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ვილიარეალი" ჩაიბარა. ემერისთან მიღწეული შეთანხმება "ვილიარეალმა" ოფიციალურად დაადასტურა.

"სპარტაკის", "სევილიას", "პარი სენ-ჟერმენისა", და "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტის გარდა, 2008-2012 წლებში, ემერი "ვალენსიას" წვრთნიდა. ემერისათვის ყველაზე წარმატებული "სევილიაში" გატარებული წლები აღმოჩნდა - ანდალუსიურ კლუბთან ერთად, ემერიმ ევროპა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო.

სხვა სტატიები