Belive

ოფიციალურად: უსეინ ბოლტმა კარიერა დაასრულა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უსეინ ბოლტმა საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი: "ეს სახალისო იყო, სანამ გრძელდებოდა" იამაიკელმა 8 კვირა გაატარა ავსტრალიის A ლიგის კლუბ "მარინერსში". ის წინა წლის აგვისტოდან მოღვაწეობდა ფეხბურთში, თუმცა მან ნოემბერში პროფესიონალური კონტრაქტის შეთავაზება უარყო. მან ორი მატჩი ჩაატარა პრე-სეზონზე და ახლა კი, 8 ოლიმპიური ოქროს მედალოსანი კარიერას თავს ანებებს: "მე ძალიან ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ... სპორტული ცხოვრება დასრულებულია. ახლა მე გადავინაცვლებ სხვა ბიზნესში და ვეცდები რომ ბიზნესმენი გავხდე", - განაცხადა ბოლტმა "ESPN.CO.UK"-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ 32 წლის უსეინ ბოლტმა 2017 წელს დაასრულა სპრინტერის კარიერა და დღემდე ეკუთვნის 100 და 200 მეტრიანი სპრინტების მსოფლიო რეკორდი.

სხვა სტატიები