Belive

ოფიციალურად: ვალენსია კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინანსურ კრიზისში მყოფ "ვალენსიას" ფეხბურთელები კვლავ ტოვებენ. ესპანურმა გუნდმა ამჯერად როდრიგო გაყიდა. 29 წლის თავდამსხმელი "ლიდსში" ითამაშებს. პრემიერლიგაში ახალაზღევებულმა კლუბმა ესპანელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა. "ლიდსის" ოფიციალური გვერდის თანახმად, როდრიგომ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ როდრიგოში "ღამურებმა" "ბენფიკას", ასევე 30 მილიონი გადაუხადეს. ესპანეთის ნაკრების შემტევმა გუნდის მაისურით ჩატარებულ 220 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა და 41 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები