Belive

ოფიციალურად: ვალენსიას 2 ფეხბურთელი ვილიარეალში გადავიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინანსური პრობლემის წინაშე დამდგარი "ვალენსია" ნახევარდაცვის 2 ლიდერს შეელია. "ღამურები" გუნდის კაპიტანმა დანი პარეხომ დატოვა. 31 წლის ესპანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ვილიარეალს" შეუერთდა. პარეხოს ღირებულება სხვადასხვა მონაცემით 20 მილიონია, თუმცა "წყალქვეშა ნავებმა" მისი დამატება უფასოდ შეძლეს.

გარდა დანისა, "ვილიარეალმა" "ვალენსიადან" ფრანცის კოკლენი წამოიყვანა. ფრანგ ნახევარმცველში "ღამურებმა" მხოლოდ 6 მილიონი ევრო მიიღეს, როდესაც 2 წლის წინ გუნდმა მასში 11 მილიონი გადაიხადა. გასულ სეზონში კოკლინმა ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება პარეხოს, ესპანელმა "ვალენსიას" მაისური 35-ჯერ მოირგო, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.

სხვა სტატიები