Belive

ოფიციალურად: ვალენსიასთან მესი გამოირიცხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი კამპ ნოუზე შედგება. "ბარსელონა" "ვალენსიას" უმასპინძლებს და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. როგორც bleacherreport-ი იუწყება, ლეო მესი შაბათს გასამართ მატჩს ფეხის ტკივილის გამო გამოტოვებს. ლეო მესი სრული დატვირთვით ამ დრომდე ვერ ვარჯიშობს. მან ტრავმა 5 აგვისტოს პრე-სეზონის დაწყების წინ მიიღო და მას შემდეგ სრული დატვირთვით არ უვარჯიშია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბარსელონამ" ლეო მესის გარეშე ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება გუნდს არგენტინელი ვარსკვლავი.  

სხვა სტატიები