Belive

ოფიციალურად: ვან დაიკი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვირჯილ ვან დაიკი ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია "ლივერპულის" 29 წლის მცველმა დაადასტურა. ვან დაიკმა ამის შესახებ მერსესაიდელების ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ევრო 2020-ზე თამაშს ვერ მოახერხებს.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო - ვითამაშებ თუ არა ევროპის ჩემპიონატზე? იმის მიხედვით, თუ როგორ ვგრძნობ თავს ფიზიკურად, ვფიქრობ, სწორი არჩევანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გავემგზავრო და რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი პრე-სეზონზე გავიარო. ასე რომ, სრული კონცენტრირება სეზონის წინ გუნდზე მექნება - ვფიქრობ, ეს უფრო რეალისტური მიზანია. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებითა და იქ ჩემი ქვეყნის ვერ წარდგენის გამო დამწუხრებული ვარ, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.  ეს ყოველივე მეც და ყველამ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ მე მშვიდად ვარ," - ამბობს ვან დაიკი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში, "ევერტონთან" მატჩის პირველ ნახევარში, პიკფორდთან შეჯახების შემდეგ ვან დაიკმა წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. 29 წლის ფეხბურთელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

სხვა სტატიები